Saturday, May 5, 2012

მსოფლიოს ”ძველი” 7 საოცრება

მსოფლიოს შვიდი საოცრება ზოგადად მიუთითებს მთავარ ტურისტულღირშესანიშნაობათა რამდენიმე სიაზე. ყველაზე ძველი და განთქმული მათგან არის ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება, მეგზური ძველი მსოფლიოს მოგზაურთათვის, რომელთაც სურდათ ეხილათ ყველაზე განთქმული, მასშტაბური და კარგად ცნობილი ხუროთმოძღვრული ქმნილებები. ამ სიის უძველესი ვერსია ძვ. წ. II საუკუნეში შექმნა ანტიპატე სიდონელმა. როგორც ჩანს, ეს სია ემყარება ელინისტ მოგზაურთა შორის პოპულარულ მეგზურებს და მხოლოდ მიუთითებს ქმნილებებზე ხმელთაშუა ზღვის გარშემო მიწებზე, სადაც იმდროინდელ მოგზაურებს მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ შეეძლოთ ემგზავრათ. ამ სიაში შესული ობიექტები საოცრებები იყო იმ კრიტერიუმით, რომ ისინი ყველაზე პოპულარული ღირშესანიშნაობები იყო იმ პერიოდში. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მხოლოდ ადამიანის მიერ აგებული ქმნილებები იყო შეტანილი, ვინაიდან ბუნებრივი საოცრებები იმ პერიოდში პოპულარული არ იყო.

ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება:


ხეოფსის პირამიდაძვ. წ. 2550ეგვიპტელებიდღემდე დგასდღემდე დგას
ბაბილონის დაკიდული ბაღებიძვ. წ. 600ბაბილონელებიძვ. წ. 1 საუკუნემიწისძვრა
ეფესოს ტაძარიძვ. წ. 550ლიდიელებიბერძნებიძვ. წ. 356ხანძარი
ზევსის ქანდაკება ოლიმპიაშიძვ. წ. 435ბერძნებიმე-5-6 საუკუნეებიხანძარი
ჰალიკარნასის მავზოლეუმიძვ. წ. 351ქარიელებიბერძნები1494მიწისძვრა
როდოსის კოლოსიძვ. წ. 292-280ელენისტური საბერძნეთიძვ. წ. 224მიწისძვრა
ალექსანდრიის შუქურაძვ. წ. III საუკუნეელენისტური ეგვიპტე1303-1480მიწისძვრა

No comments:

Post a Comment